საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია
საუკუნეების წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში თამარ მეფემ (1160-1213)
გამოსცა სამეფო ბრძანება ზოგიერთი ტერიტორიის დასაცავად, ხუთი საუკუნის შემდეგ კი
ვახტანგ VI-ის (1675-1737)
"კანონთა კრებულში" მოხსენიებულია ყორუღის ტერიტორია როგორც დაცვის
ობიექტი, სადაც აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სეირნობა, ტერიტორიას კი მცველები
იცავდნენ. მთიან რეგიონებში არსებობდა ეგრეთ წოდებული "ხატის ტყეები",
რომლებიც მკაცრ დაცვას ექვემდებარებოდა და ტიპურ ნაკრძალებს წარმოადგენდა.
პირველი ოფიციალური დაცული ტერიტორია, ლაგოდეხის ნაკრძალი,
1912 წელს კახეთში შეიქმნა. მე-20 საუკუნის განმავლობაში საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე თანდათან სხვა ნაკრძალები და დაცული ტერიტორიებიც დაფუძნდა.
პირველი დაცული
ტერიტორია – ლაგოდეხის სახემწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად
საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობია 520 273 ჰა, რაც ქვეყნის
ტერიტორიის დაახლოებით 7,46 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის
დაფარული.
დაცული ტერიტორიების
უპირველესი დანიშნულება უნიკალური ბიომრავალფეროვნების, დამახასიათებელი
ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნებაა.
საქართველოში
არსებობს IUCN-ის კრიტერიუმების
მიხედვით 68 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორია, მათ შორის:
*14 სახელმწიფო
ნაკრძალი
*10 ეროვნული
პარკი
*18 აღკვეთილი
*24 ბუნების
ძეგლი
* 2 დაცული
ლანდშაფტი
დაცული
ტერიტორია
|
მიზანი
|
ეროვნული პარკი
|
უნიკალური
ბუნებრივი და ისტორიული ობიექტების დაცვა, ეკოსისტემების კონსერვაცია, განათლება, ტურიზმის განვითარება
|
სახელმწიფო
ნაკრძალი
|
მკაცრი დაცვა, საგანმანათლებლო და არამანიპულაციური კვლევები სპეციალური ნებართვით
|
აღკვეთილი
|
ბუნების დაცვა და შენარჩუნება აქტიური მართვის გზით
|
ბუნების ძეგლი
|
მცირე ზომის განსაკუთრებული ტერიტორიის დაცვა; ბუნების თავისებურებების კონსერვაცია
|
დაცული ლანდშაფტი
|
ლანდშაფტის და/ან ზღვის აკვატორიის კონსერვაცია და ტურიზმის განვითარება
|
მრავალმხრივი
გამოყენების
ტერიტორია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მდებერეობა
|
ბუნების ძეგლი - ოკაცეს კანიონი
თუშეთის დაცული ლანდშაფტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვეითებული დაწესებულება - დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ქსელის სისტემურ დაგეგმვას, დაცული ტერიტორიების დაარსებასა და მართვას. დეპარტამენტი ახორციელებს ზედამხედველობას დაცული ტერიტორიების მთელ სისტემაზე, რათა დაიცვას ცოცხალი ორგანიზმების თანაარსებობისთვის საჭირო ეკოსისტემები, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსები, ასევე ხელი შეუწყოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევებსა და ტურიზმის განვითარებას.